რამაზ ზოიძემ მეორე შეხვედრა მარტივად მოიგო და ნახევარფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
08:00, 03.08.2021
ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირის მესამე დღეს, ორი ქართველი – რამაზ ზოიძე (67კგ) და ლაშა გობაძე (87კგ) ასპარეზობდნენ.
რამაზ ზოიძე მეორე დაპირისპირებაში ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელთან, ალ ობაიდთან 23 წამში ოთხქულიანი და ორქულიანი გდებებით დაწინაურდა, პირველი პერიოდი 6:0 მოუგო. საბოლოო ჯამში კი მეტოქე ანგარიშით 10:0 დაამარცხა და რამაზი ნახევარფინალში გავიდა.
შეგახსენებთ, რომ რამაზ ზოიძე პირველ შეხვედრაში კუბელ, მოქმედ ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონს, ისმაელბორერომოლინას შეხვდა და მოწინააღმდეგე სენსაციურად, ანგარიშით 3:2 დაამარცხა.
1/8 ფინალი
ზოიძე VS მოლინა (კუბა)
ლაშა გობაძემ კი პირველ შეხვედრაში უზბეკ სპორტსმენთან დასანანი მარცხი განიცადა და ახლა მხოლოდ ასაკალოვის ფინალში გასვლის იმედზეა, რათა რეპეშაჟიდან გააგრძელოს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა.
სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ზურა დათუნაშვილი (87კგ) თავის პირველ შეხვედრაში უკრაინელ მოჭიდავესთან დამარცხდა.
ნახევარფინალური დაპირისპირებები 13:15 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი ხვალ, 4 აგვისტოს გაიმართება.