რამაზ სვანაძემ ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2028 წლამდე გაახანგრძლივა #1TVSPORT
რამაზ სვანაძემ ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2028 წლამდე გაახანგრძლივა #1TVSPORT

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ხორვატიის ახალაგზრდულ ნაკრებთან ევრო 2025-ის პლეი ოფის მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

„ფეხბურთის ფედერაციასთან ახალი კონტრაქტი გავაფორმე, რომელიც 2028 წლამდეა ძალაში, ძალიან დიდი გეგმები გვაქვს. მეამაყება, რომ შემიძლია, კიდევ ვემსახურო ქართულ ფეხბურთს.

ჩვენ რეალობაზე დაფუძნებული გეგმა გვაქვს, გუნდი მუდმივ პროგრესს განიცდის – ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში გასვლა ამაზე მიუთითებს. იმედი მაქვს, წინსვალ გაგრძელდება და ჩვენი მუშაობის შედეგები ქომაგებს გაახარებს“, – განაცხადა რამაზ სვანაძემ.

რამაზ სვანაძე ეროვნული გუნდების სტრუქტურაში 5 წელია მუშაობს. 2019-21 წლებში ქართველი სპეციალისტი 19-წლამდე ნაკრებს წვრთნიდა, ხოლო 2021 წლიდან ახალგაზრდული ნაკრების სათავეშია. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლა შეძლო და მეოთხედფინალში ისრალეთან 11-მეტრიანების სერიაში დამარცხდა, ხოლო განვლილ შესარჩევ ციკლში 21-წლმადე ნაკრებმა ისტორიაში პირველად ჯგუფიდან გასვლა შეძლო და პლეი ოფის საგზური მოიპოვა.