რამაზ სვანაძემ ესტონეთთან მატჩისთვის 21-წლამდელები თბილისში შეკრიბა #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ესტონეთის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება. რამაზ სვანაძის გუნდი შეხვედრისთვის თბილისში ემზადება.
შეგახსენებთ, რომ საქართველო 2023 წელს ევროპის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც ჩვენი ნაკრებიც ითამაშებს.
U21 შემადგენლობა:
მეკარეები: ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), დემეტრე ბულისკერია (დილა გორი)
მცველები: გიორგი მაისურაძე, სანდრო კალანდაძე, ლევან ხარაბაძე (სამივე – დინამო თბილისი), ცოტნე კაპანაძე (თელავი), ივა გელაშვილი (სპარტა პრაღა, ჩეხეთი), მათე აბულაძე (ტორპედო ქუთაისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (კადისი B, ესპანეთი), ირაკლი აზაროვი (დინამო ბათუმი)
ნახევარმცველები: გიორგი მოისწრაფიშვილი, ნოდარ ლომინაძე (ორივე – დინამო თბილისი), გიორგი გოჩოლეიშვილი, შოთა ნონიკაშვილი (ორივე – საბურთალო), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი თბილისი), რევაზ ინჯგია (აპოლონი ლიმასოლი, კვიპროსი), ლუკა ხორხელი (სიონი ბოლნისი), ოთარ ფარულავა (გაგრა), ნიკა გაგნიძე (დილა გორი)
თავდასხმელები: გიორგი იაკობიძე, შოთა შეყილაძე (ორივე – ლოკომოტივი თბილისი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), გიორგი გაგუა (დეპორტივო ალავესი, ესპანეთი)
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ესტონეთის ახალგაზრდულ გუნდს 29 მარტს, დაუპირისპირდება. მატჩი გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება.