რამაზ სვანაძე - რუმინეთთან დამსახურებულად გავიმარჯვეთ, იმედია, ასეც გავაგრძელებთ #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ რუმინეთთან გორში მოგებული (2:0) შეხვედრა შეაფასა. მისი ხელმძღვანელობით ნაკრები 2020 წლის შემოდგომიდან წაუგებლად თამაშობს.
„ბიჭებს მადლობა მინდა გადავუხადო, რადგან ამდენი მატჩის მოგება, თუნდაც ამხანაგურის, ადვილი არ არის. რაც შეეხება თამაშს, რუმინეთი მართლაც კარგი გუნდია, ძალიან კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული – უნდა აღინიშნოს, რომ მართლაც ძალიან კარგი შემადგენლობით იყო ჩამოსული. რაღაც მომენტში გაგვიჭირდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ საერთო ჯამში დამსახურებულად გავიმარჯვეთ. რაც დაგეგმილი გვქონდა, ყველაფერი შევასრულეთ. იმედია, ასეც გავაგრძელებთ“, – ამბობს რამაზ სვანაძე.
რუმინელებთან მატჩის გმირი „თელავის“ მარჯვენა მცველი ცოტნე კაპანაძე გახდა, რომელიც ორი ულამაზესი გოლის ავტორი გახდა და დუბლი შეასრულა.
„შედეგი რამ მოიტანა? ჯერ ჩვენ დავიჯერეთ, რომ შეგვიძლია ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება, რაზეც მთელი ამ შეკრების დროს ვვარჯიშობდით. მიმაჩნია, რომ დამსახურებულად მოვიგეთ“.