რამაზ სვანაძე - პორტუგალიასთან წაგებიდან სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ #1TVSPORT
რამაზ სვანაძემ კომენტარი გააკეთა საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შეხვედრაზე, რომელშიც ჟოზე დოს სანტოს პინტოს სახელობის სტადიონზე ჩვენი გუნდი პორტუგალიელ თანატოლებთან 4:1 დამარცხდა.
ეს სვანაძის ფორმაციის ახალგაზრდული ნაკრებისთვის პირველი წაგებაა და ამით გუნდმა წაუგებელი სერია შეწყვიტა – მწვრთნელმა სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება.
„ცუდია, რომ ძალიან კარგი სერია შეწყდა. უფრო ცუდი ის არის, რომ თამაში შეიძლება წავაგოთ, მაგრამ დღეს ჩვენ ვერ ვითამაშეთ ის ფეხბურთი, რომლითაც ბოლო წლებში თავი დავამახსოვრეთ გულშემატკივარს“, – ამბობს რამაზ სვანაძე.
21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით, ეს მატჩი გუნდისთვის ჭკუისასწავლი გაკვეთილი უნდა გახდეს:
„ვეცდებით, რომ ეს წაგება ჩვენ სასიკეთოდ გამოვიყენოთ და სწორი დასკვნები გამოვიტანოთ. ძალიან კარგია, რომ პორტუგალიის დონის გუნდებთან ვთამაშობთ. მიუხედავად მარცხისა, ეს ჩვენთვის არის უდიდესი გამოცდილება, ზუსტად ის გამოცდილება, რომელიც ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე დაგვჭირდება“.
შემდეგ შეხვედრაში ახალგაზრდული ნაკრები 27 სექტემბერს, სტამბოლში, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის ქასიმფაშას სტადიონზე თურქეთს წინააღმდეგ გამართავს.