რამაზ სვანაძე - ადამიანურად მესმის მიქაუტაძისა და კვარაცხელიასი #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ კვიპროსის ნაკრებთან გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის გადაწყვეტილებაზე, რომლებმაც სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ მოახლოებულ ევრო 2023-ზე ვერ ისპარეზებენ.
„ეროვნული ნაკრებიდან ჩვენთან გამოძახებული ხუთი მოთამაშე აუცილებლად ითამაშებს, ისინი 21 ივნისს შემოგვიერთდებიან, თუ გაუთვალისწინებელი რამე არ მოხდა. იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის, ვგულისხმობ დაზიანებებს.
რაც შეეხება კვარაცხელიასა და მიქაუტაძეს, ძალიან სამწუხაროა ჩემთვის მათი არ ყოფნა. მეორე მხრივ, მოვისმინეთ პოზიცია და მესმის ამ ფეხბურთელების. ეროვნულ ნაკრებს მათთან ერთად წარმატებას ვუსურვებ.
ისინი სერიოზული ძალა იქნებოდნენ, მაგრამ ვიმეორებ, ადამიანურად მესმის. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, ახლა კი მათ ასე გადაწყვიტეს“, – განაცხადა რამაზ სვანაძემ.