„რაკოვის“ შემდეგ გეილის შეძენით „მიდტიულანდი“ და „იანგ ბოიზი“ დაინტერესდნენ #1TVSPORT
გორის „დილას“ 21 წლის თავდამსხმელით, ტიერი გეილით, პოლონურ „რაკოვთან“ ერთად, დანიური „მიდტიულანდი“ და შვეიცარიული „იანგ ბოიზიც“ დაინტერესდნენ – ინფორმაციას სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ.
tipsbladet-ი (დანია)
„დანიის ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანი „მიდტიულანდი“ 21 წლის თავდამსხმელით დაინტერესდა, რომელიც ამ სეზონში საქართველოში შესანიშნავად ასპარეზობს. გუნდი თვალს ადევნებს გორის „დილაში“ ტიერი გეილის თამაშს. დანიელებს სერიოზულად სურთ 21 წლის ფეხბურთელის გადაბირება. ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ, შესაძლოა, მოკლე პერიოდში ბარბადოსელმა შემტევმა გუნდის თამაშზე გავლენა ვერ მოახდინოს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მისი იმედი აქვთ“.
sport.ch-ი (შვეიცარია)
„ტიერი გეილი „იანგ ბოიზის“ ყურადღების ცენტრში მოექცა. გუნდის დაკომპლექტება ჯერ დასრულებული არ არის და შეიძლება, ტრანსფერი კიდევ განახორციელოს – შვეიცარიელები განსაკუთრებით შეტევის ხაზის გაძლიერებაზე ფიქრობენ. „იანგ ბოიზის“ გარდა, ბარბადოსელი ფეხბურთელით ასევე დაინტერესებულია ვენის „რაპიდი“ და რამდენიმე პოლონური კლუბი.
21 წლის თავდამსხმელი მიმდინარე სეზონში საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. გეილმა 27 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. მან ბარბადოსის ეროვნულ ნაკრებში ცხრა მატჩში ორი გოლი გაიტანა“.