რაკიტიჩს „ბარსელონას“ დატოვება, „სევილიაში“ დაბრუნება და კარიერის იქ დასრულება სურს, – იუწყება Calciomercato.
32 წლის ხორვატის კონტრაქტი კატალონიურ კლუბთან 2021 წლის ივნისში იწურება. რაკიტიჩი სევილიაში 2011-2014 წლებში თამაშობდა და გუნდთან ერთად ევროპის ლიგაც მოიგო.
კატალონიელებმა რაკიტიჩი 2014 წელს 18 მილიონ ევროდ შეიძინეს. მიმდინარე სეზონში ხორვატმა ფეხბურთელმა „ბარსელონას“ შემადგენლობაში 31 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.
Transfermarkt.com რაკიტიჩს 25 მილიონ ევროდ აფასებს.