რაკიტიჩი მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი სამიზნეა
რაკიტიჩი მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი სამიზნეა

მადრიდის „ატლეტიკოს“ „ბარსელონას“ ნახევარმცველ ივან რაკიტიჩის შეძენა სურს. Cadena SER-ის ინფორმაციით, ხორვატი ფეხბურთელი მადრიდელთა მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.

„ატლეტიკო“ ივან რაკიტიჩს წინადადებას ამ ზაფხულსვე შესთავაზებს. ხორვატი ფეხბურთელის კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2021 წელს იწურება და შესაძლოა, კატალონიელებმა მადრიდული კლუბის წინადადება მიიღონ და რაკიტიჩი გაასხვისონ, რომ ერთი წლის შემდეგ, მისი უფასოდ დათმობა არ მოუწიოთ.

31 წლის რაკიტიჩმა „ბარსელონას“ შემადგენლობაში 24 მატჩი ჩაატარა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.