‘მანჩესტერ იუნაიტედისა’ და უელსის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი რაიან გიგსი იმედს გამოთქვამს, რომ მძიმე ოპერაციის შემდეგ ალექს ფერგიუსონი ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდება.
‘ახლა ყველამ უნდა ვილოცოთ, რომ ის სრულად გამოჯანმრთელდეს. ვიცი, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ისიც ვიცი, რომ სერ ალექსი ბუნებით მებრძოლია. ეს ყველაფერი კი იმედს მაძლევს, რომ ის აუცილებლად ბოლომდე გამოჯანმრთელდება’, – აცხადებს გიგსი, რომლის დებიუტი ‘მანჩესტერ იუნაიტედის’ რიგებში 17 წლის ასაკში, სწორედ ალექს ფერგიუსონის მწვრთნელობის დროს შედგა.
შეგახსენებთ, რომ ლეგენდარულ შოტლანდიელი მწვრთნელს რამდენიმე დღის წინ ტვინში სისხლის ჩაქცევის დიაგნოზი დაუსვეს. ბოლო ინფორმაციით, ის ამ დრომდე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება.