ლონდონის „არსენალს“, რომელიც პრემიერლიგის სატურნირო ცხრილს ლიდერობს და მომდევნო სეზონში, უდიდესი ალბათობით, ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, შეტევის ხაზის გაძლიერება სჭირდება. ამ მიზნისთვის კი ლონდონელთა მწვრთნელის, მიკელ არტეტას მთავარი სამიზნე „ჩელსის“ ფეხბურთელი რაჰიმ სტერლინგია, – იუწყება 90min-ი.
აღსანიშნავია, რომ არტეტა კარგად იცნობს სტერლინგს, რომელსაც გვარდიოლას ასისტენტობს პერიოდში „მანჩესტერ სიტიში“ წვრთნიდა.
ლონდონის „არსენალს“ ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირში მონაწილეობა 2016/2017 წლების სეზონის შემდეგ აღარ მიუღია და ინგლისის ჩემპიონატის ახლანდელ ლიდერს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის ძალიან რეალური შანსი აქვს.
რაჰიმ სტერლინგმა მიმდინარე სეზონში 25 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ექვსი გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.