რაგბიში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის დასკვნითი მატჩები გაიმართა
დიდი ათის ლიდერმა „ბათუმმა“ „არმაზს“ უმასპინძლა და მეტოქე 20:15 დაამარცხა.
გორის „ჯიქმა“ „არმიას“ 11:6 მოუგო.
„ლოკომოტივმა“ „აიას“ 14:28 სძლია და გათამაშების ლიდერთან ჩამორჩენა კვლავ 4 ქულამდე დაიყვანა.
ქვეყნის ჩემპიონი „ლოკომოტივი“ 8 დეკემბერს იტალიაში გაემგზავრება, სადაც კონტინენტის ფარის ფარგლებში „ფიამე ოროს“, ხოლო 15 „კალვიზანოს“ შეხვდება.
„ლელომ“ „აკადემიასთან“ 5:3 წააგო.
რუსთავის „ხარებმა“ პატარძეულის „ვეფხვები“ 19:12 დაამარცხა.
დიდი ათის სატურნირო ცხრილის ლიდერი 36 ქულით „ბათუმია“, მეორე პოზიციაზე 32 ქულით „ლოკომოტივი“ იმყოფება. მესამე ადგილს 28 ქულით რუსთავის „ხარები“ იკავებს. საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრის პირველი მატჩი 7 დეკემბერს გორში ჩატარდება, სადაც „ჯიქები“ „არმაზს“ უმასპინძლებს. „აია“ ქუთაისში „არმიას“ 8 დეკემბერს დაუპირისპირდება. 9 დეკემბერს „ბათუმი“ „აკადემიას“ მიიღებს, „ლელო“ „ხარებს“ შეხვდება, „ლოკომოტივი“ კი „ვეფხვების“ წინააღმდეგ 23 დეკემბერს ითამაშებს.