რაგბიში საერთაშორისო ოთხთა ტურნირი Georgia Lady’s Sevens-მა მოიგო
რაგბიში საერთაშორისო ოთხთა ტურნირი Georgia Lady’s Sevens-მა მოიგო

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალთა რაგბიში საერთაშორისო ტურნირი თბილისში, შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ჩატარდა. ტურნირში მონაწილეობა ისრაელის ნაკრებმა მიიღო, რომელიც ქართველ გოგონებთან ერთად მომავალ წელს რაგბი ევროპის „ალაფაზე“ ითამაშებს.

Georgia Lady’s Sevens-მა და ისრაელის ნაკრებმა, როგორც მოსალოდნელი იყო საქართველოს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ნაკრებები დაამარცხეს. გადამწყვეტ მატჩში ქართველმა გოგონებმა ერთი ლელო მიიღეს, თავად 4 გაიტანეს და 26:5 მოგებით, ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.

მესამე ადგილი დასავლეთ საქართველოს ნაკრებს ერგო.