რაგბიში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, ნაკა დროცკე მძიმედ დაჭრეს სამხრეთ აფრიკაში ძარცვის დროს, – წერს BBC. ამ მომენტისთვის, 47 წლის სამხრეთაფრიკელი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
თავდასხმა ხუთშაბათს საღამოს მოხდა. დროცკე ოჯახის სანახავად გაემგზავრა, რომელიც პრეტორიის გარეუბანში ცხოვრობს. მას ოთხი ადამიანი თავს დაესხა. დროცკეს თან ახლდა ნაკრებში ყოფილი თანაგუნდელი ოს დუ რანდტი, მაგრამ ის არ დაზარალებულა.
დროცკე 1995 წელს რაგბიში მსოფლიოს თასის მფლობელი გახდა. იმ ტურნირზე მან ერთი მატჩი ჩაატარა, სულ კი სამხრეთ აფრიკის პირველ გუნდში 26 მატჩი დაუგროვდა.