რაგბის მსოფლიო თასი | საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებებია #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასზე დასკვნით შეხვედრას 7 ოქტომბერს, 17:00 საათზე უელსის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. ამ შეხვედრისთვის გუნდს ტრავმების გამო რამდენიმე მოთამაშე გამოაკლდა.
ფიჯისთან უმძიმეს მატჩში კვაჭმა თენგიზ ზამთარაძემ, მეორეხაზელმა ლაშა ჯაიანმა და უკანახაზელმა მირიან მოდებაძემ სხვადასხვა ხარისხის მოტეხილობები მიიღეს, სამივე მათგანი ბორდოში დარჩა, სადაც ოპერაციები ჩაუტარდებათ. მათ გარდა, უელსთან მატჩს ლუკა ივანიშვილიც გამოტოვებს, რომელმაც ფიჯისთან ტვინის შერყევა მიიღო.
ტრავმირებული მოთამაშეების ნაცვლად „ბორჯღალოსნებს“ კვაჭი ვანო კარკაძე, მეორეხაზელი მიხეილ ბაბუნაშვილი და უკანახაზელი ოთარ ლაშხი შეუერთდნენ.