რაგბის მსოფლიო თასი | არგენტინისა და შოტლანდიის ნაკრებებმა დიდი ანგარიშით მოიგეს [ვიდეო] #1TVSPORT
რაგბის მსოფლიო თასზე 30 სექტემბერს სამი თამაში გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა დიდი ბრძოლა გაუმართა ფიჯის უძლიერეს გუნდს, დაახლოებით 65 წუთი უგებდა კიდეც, მაგრამ საბოლოოდ 12:17 დამარცხდა.
დღის დარჩენილ ორ შეხვედრაში ფავორიტებმა იოლ გამარჯვებას მიაღწიეს. არგენტინის ნაკრებმა 59:5 მოუგო ჩილეს ნაკრებს, რომელმაც მსოფლიო თასზე გამოსვლა მოგების გარეშე დაასრულა.
დღის ბოლო შეხვედრაში შოტლანდიამ რუმინეთს 84:0 აჯობა და ბოლო ტურში ირლანდიის ნაკრებთან გადამწყვეტი ბრძოლა მოუწევს მეოთხედფინალის საგზურისთვის.
1-ელ ოქტომბერს მსოფლიო თასზე ორი მატჩი გაიმართება – 19:45 საათზე ერთმანეთს ავსტრალიისა და პორტუგალიის ნაკრებები შეხვდებიან, 23:00 საათზე კი სამხრეთ აფრიკა ტონგას დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
არგენტინა – ჩილე 59:5
ლელო: სანჩესი, გონსალესი (2), კრევი, ბოგადო, ისგრო, რუიზი, კარერასი – დუსილანტი.
გარდასახვა: სანჩესი (6), კარერასი (2).
ჯარიმა: სანჩესი –
შოტლანდია – რუმინეთი 84:0
ლელო: ვატსონი, პრაისი, გრემი (4), ფაგერსონი, ჰარისი, სმიტი, ჰეილი, მეთიუსი, დარჯი.
გარდასახვა: ჰეილი (11), ჰორნი.