რაგბის ლეგიონი | ლიდერების მატჩში გიორგი ახალაძემ ლელო დადო, მაგრამ „ბეზიე“ მაინც დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით პირველი დივიზიონის (PRO D2) 21-ე ტური ლიდერების მატჩით გაიხსნა – მესამეადგილოსანმა „ვანმა“ გათამაშების ლიდერ „ბეზიეს“ უმასპინძლა და 45:17 დაამარცხა.
„ბეზიეს“ სასტარტო შემადგენლობაში თამაში ორმა ქართველმა დაიწყო – გიორგი ახალაძემ (63 წუთი ითამაშა) და ლუკა ჭელიძემ (56-ე წუთზე შეცვალეს).
მე-11 წუთზე სტუმრებმა ანგარიში ახალაძის მიერ დადებული ლელოთი გახსნეს და ტაიმი 17:14 მოიგეს.
მატჩის მეორე ნახევარი „ვანმა“ გაცილებით უკეთ ჩაატარა, საბოლოოდ შეხვედრა 45:17 მოიგო და ჩემპიონატში გალიდერდა, „ბეზიე“ კი მეორე ადგილზე დაქვეითდა და განაგრძობს ბრძოლას TOP 14-ში გადასასვლელად.
ახალაძემ მიმდინარე სეზონში 13 მატჩი ჩაატარა და მეორე ლელოს დადება მოახერხა.
ტურის დარჩენილი შეხვედრები 23 თებერვალს გაიმართება.