რაგბის კავშირში შემავალი კლუბების საინიციატივო ჯგუფი განცხადებას ავრცელებს
საინიციატივო ჯგუფმა, რომელშიც 31 ქართული სარაგბო კლუბია გაერთიანებული, სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„რაგბის სამყარო აღშფოთებას გამოთქვამს, სარაგბო კლუბ „ლელო სარასენსის“ დამფუძნებლის, ბათუ კევლიშვილის მიერ გამოთქმულ გამიზნულ, საჯარო შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, რომელიც მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააჟღერა, საქართველოს რაგბის კავშირში შემავალი 31 კლუბის (სულ 32 კლუბი) და იმ უამრავი მორაგბის მიმართულებით, ვინც დღეს რაგბის გადასარჩენად და მისი განვითარებისთვის იბრძვიან.
მიუხედავად მისი ასაკისა და იმ უდიდესი ღვაწლისა, რაც მას რაგბიში გააჩნია, ამ შეურაცხმყოფელმა განცხადებამ ჩვენი დიდი იმედგაცრუება გამოიწვია. ვიმედოვნებთ, რომ ის, როგორც უფროსი თაობის წარმომადგენელი, გადადგამს ბრძნულ ნაბიჯს და ბოდიშს მოიხდის, რათა წერტილი დაესვას ამ განხეთქილებას“.
შეგახსენებთ, რომ „ლელო სარასენსი“ ერთადერთი კლუბია, რომელიც რაგბის კავშირში შემავალი კლუბების საინიციატივო ჯგუფს არ შეერთებია.