რაგბის კავშირის მილოცვა ქართულ ფეხბურთს
რაგბის კავშირის მილოცვა ქართულ ფეხბურთს

საქართველოს რაგბის კავშირმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს „ერთა ლიგაზე“ მიღწეული წარმატება მიულოცა.

„ვულოცავთ ჩვენს ძმებს, ფეხბურთელებს ერთა C ლიგაში ასვლას. მადლობა ბიჭებო და წარმატებები ევროპის შესარჩევზე.“ – წერია რაგბის კავშირის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ლატვიასთან სტუმრად მოგებით საქართველოს ნაკრებმა 12 ქულა დააგროვა, დარჩენილ ორ შეხვედრაში ჯგუფში კონკურენტებისათვის მიუწვდომელი გახდა და პირველი ადგილი და ერთა ლიგის „დ“ დივიზიონის ნახევარფინალში გასვლა გაინაღდა.

საქართველო „ერთა ლიგის“ „დ“ დივიზონში პირველი გუნდია, რომელმაც ეს უფლება მოიპოვა.