რაგბის კავშირი ნაკრების მწვრთნელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
რაგბის კავშირმა განცხადება გაავრცელა, რომელიც ბოლო დროს ნაკრების მწვრთნელთან დაკავშირებულ ინფორმაციას ეხმაურება.
„ბოლო პერიოდში უცხოურ და ქართულ მედიაში ვრცელდება სხვადასხვა სახის ინფორმაცია, რომ თითქოს ამა თუ იმ სპეციალისტთან მიმდინარეობს მოლაპარაკება ბორჯღალოსანთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებით.
საქართველოს რაგბის კავშირი ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ დეკემბრამდე, ანუ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებამდე, ბორჯღალოსანთა სამწვრთნელო შტაბში რაიმე სახის ცვლილებები არ იგეგმება.“
შეგახსენებთ, რომ ბრიტანულმა სარაგბო გამოცემა „რაქმა“ (ruck.co.uk) დაწერა, რომ საქართველოს ნაკრების მომავალი თავკაცი ინგლისის ნაკრების უნარების ყოფილი მწვრთნელი რორი ტიგი უნდა ყოფილიყო.