რაგბი | თორნიკე ჯალაღონიას პირველი ლელო საფრანგეთის ჩემპიონატში [ვიდეო] #1TVSPORT

გაიმართა საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის (PRO D2) მატჩები. ქართველი ლეგიონერებიდან თავი მხოლოდ თორნიკე ჯალაღონიამ გამოიჩინა.

მე-16 ტურის შეხვედრაში ჯალაღონიას „ბიარიცი“ სტუმრად გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს, „ნევერს“ შეხვდა. სტუმართა შორის თორნიკე ჯალაღონიამ სრულად ითამაშა, 79-ე წუთზე ლელოს დადებაც მოახერხა, მაგრამ მისმა გუნდმა თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლო და 27:29 დამარცხდა. ჯალაღონიამ მიმდინარე სეზონში მეექვსე შეხვედრა ჩაატარა და პირველი ლელო დადო.

„ბიარიცის“ შემადგენლობაში ლაშა ტაბიძე მოედანზე 56-ე წუთზე შევიდა.

„ნევერში“ სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ თორნიკე მატრაძე და ილია კაიკაციშვილი. მატარაძემ 56 წუთი ითამაშა, კაიკაციშვილმა – 50.

16 ტურის შემდეგ „ნევერი“ 43 ქულით მეხუთე ადგილზეა, „ბიარიცი“ კი 25 ქულით ბოლოსწინა, მე-15 პოზიციას იკავებს.