რაგბი | Sky Sports-ის ინფორმაციით, 17 ნოემბერს საქართველოს ნაკრები იტალიას ეთამაშება #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა შემოდგომაზე კიდევ ერთი ტესტმატჩი დაგეგმა – Sky Sports-ის ინფორმაციით, „ბორჯღალოსნები“ 17 ნოემბერს სტუმრად იტალიის ნაკრებს ეთამაშებიან, მატჩის ჩატარების ზუსტი ადგილი და დრო კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ეს საქართველოსა და იტალიის ნაკრებების მეექვსე დაპირისპირება იქნება, წინა ხუთი შეხვედრიდან ოთხი იტალიელელბმა მოიგეს, 2022 წლის ივლისში კი „ბორჯღალოსნებმა“ ბათუმში ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს – ქართველმა მორაგბეებმა იტალიის ნაკრები 28:19 დაამარცხეს.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულში საქართველოს ნაკრები სამ ტესტმატჩს ჩაატარებს – „ბორჯღალოსნები“ 5 ივლისს ბათუმში ფიჯის ნაკრებს უმასპინძლებენ, 13 ივლისს სენდაიში იაპონიას ეთამაშებიან, 20 ივლისს კი სიდნეიში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.