რაგბი | შოტლანდიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
რაგბი | შოტლანდიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

26 აგვისტოს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ედინბურგში მსოფლიოს თასისთვის მოსამზადებელ ბოლო მატჩს გამართავს შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ. შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

შოტლანდიელთა მთავარმა მწვრთნელმა, გრეგორ თაუნსენდმა საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

შოტლანდია

ხაზი: 15. ოლი სმიტი, 14. დარსი გრემი, 13. ჰიუ ჯონსი, 12. სიონე ტუიპულოტუ, 11. დუან ვან დერ მერვე, 10. ფინ რასელი, 9. ბენ ვაითი.

შერკინება: 1. ჯეიმი ბჰატი, 2. დეივ ჩერი, 3. ვილემ ნელი, 4. სემ სკინერი, 5. გრანტ გილკრისტი, 6. ჯეიმი რიჩი, 7. რორი დარჯი, 8. ჯეკ დემპსი.

მარქაფა: 16. ევან ეშმენი, 17. რორი საზერლენდი, 18. ჯავან სებასტიანი, 19. სკოტ კამინგსი, 20. მეტ ფაგერსონი, 21. ჯორჯ ჰორნი, 22. ბენ ჰილი, 23. კრის ჰარისი.

შეგახსენებთ, რომ რაგბის მსოფლიო თასი 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით საფრანგეთში გაიმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები С ჯგუფში უელსი, ავსტრალია, ფიჯი და პორტუგალია იქნებიან.

საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგი მსოფლიო თასზე:

9 სექტემბერი | ავსტრალია – საქართველო

23 სექტემმბერი | საქართველო – პორტუგალია

30 სექტემბერი | ფიჯი – საქართველო

7 ოქტომბერი | უელსი – საქართველო