რაგბი | შესაძლოა, ესპანეთის ნაკრების ნაცვლად მსოფლიო ჩემპიონატზე რუმინეთმა ითამაშოს #1TVSPORT
ევროპული მედიის ცნობით, დიდია ალბათობა, რომ ესპანეთის ნაკრებმა ისტორიული შანსით ვერ ისარგებლოს და მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა ვერ მიიღოს.
საქმე ისაა, რომ ესპანელებმა ნაკრებში წარმოშობით სამხრეთაფრიკელი მორაგბე ვან დერ ბერგი ათამაშეს. რეგულაციების მიხედვით, ეროვნულ გუნდში სათამაშოდ აუცილებელია, რომ რეზიდენტმა ესპანეთში სამ წელზე მეტი უწყვეტად დაჰყოს.
იუწყებიან, რომ ვან დენ ბერგი ესპანეთში 2018 წელს ჩავიდა, მაგრამ ქვეყანა 2019-ში დატოვა და სამშობლოში გაემგზავრა. სამხრეთაფრიკელი მორაგბე ესპანეთში 2020 წელს დაბრუნდა და უწყვეტი რეზიდენტობის სამწლიანი პერიოდი ვერ შეასრულა, მაგრამ ესპანელებმა ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართულ მატჩში მაინც ათამაშეს.
წერენ, რომ საჩივარი რუმინულმა მხარემ შეიტანა და მსოფლიო რაგბი გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს. თუ ესპანეთის ნაკრების მსოფლიო პირველობიდან მოიხსნება, ტურნირზე (მოპოვებული ქულების მიხედვით) სწორედ რუმინეთის ეროვნული გუნდი გაემგზავრება.