რაგბი | „შავი ლომის“ მწვრთნელმა ევროპის სუპერთასის ნახევარფინალისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
ერთთვიანი შესვენების შემდეგ, „შავი ლომი“ რაგბი ევროპის სუპერთასის ნახევარფინალში 4 დეკემბერს (16:00) ესპანურ „იბერიანსს“ ავჭალის სტადიონზე უმასპინძლებს.
მომავალ თამაშში „შავ ლომს“ ტრავმებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ლაშა ხმალაძე, სანდრო თოდუა, გრიგორ ქერდიყოშვილი, თემო ჭიჭინაძე, თორნიკე აქუბარდია და გიორგი კერვალიშვილი დააკლდება. ამის გათვალისწინებით, სამწვრთნელო შტაბმა ოპტიმალური სათამაშო შემადგენლობა შეარჩია.
„ნახევარფინალს ვთამაშობთ და მის მნიშვნელობაზე აღარ შევჩერდები. სუპერთასზე ერთთვიანი შესვენება გვქონდა, რა პერიოდშიც მოთამაშეთა ნაწილი ნაკრებში, ხოლო ნაწილი დიდი 10-ის კლუბებში აქტიურობდა. კვირის დასაწყისში შევიკრიბეთ და მზადებამ ნორმალურად ჩაიარა. შეთამაშების მხრივ პრობლემა არ გვაქვს და კარგი თამაშის მოლოდინი მაქვს. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ტრავმას, არსებულ მოცემულობაში უძლიერესი შემადგენლობა გვყავს“, – განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.
შავი ლომი (საქართველო) – იბერიანსი (ესპანეთი)
რაგბი ევროპის სუპერ თასი. ნახევარფინალი
4 დეკემბერი. თბილისი. ავჭალა. 16:00
შავი ლომი
ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. ოთარ ლაშხი, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. აკა ტაბუცაძე, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. მიხეილ გაჩეჩილაძე, 8. ლუკა ივანიშვილი.
მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. ნიკა ხატიაშვილი, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. პაატა გალდავა, 20. ნიკო აფციაური; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. ლაშა ლომიძე, 23. სოსო მათიაშვილი.
ლუზიტანუში (პორტუგალია) – ჰითი (ისრაელი) (19:00 საქ. დრო)