რაგბი | „შავი ლომი“ „სკარლეტსთან“ მატჩისთვის უელსში გაემგზავრა - ტრავმის გამო გუნდს სამი მოთამაშე დააკლდება #1TVSPORT
15 დეკემბერს „შავი ლომი“ ჩელენჯ თასზე მეორე ტურის შეხვედრას „სკარლეტსის“ წინააღმდეგ უელსის ქალაქ ჰლანეჰლიში ჩაატარებს. მატჩი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.
ლევან მაისაშვილის გუნდი ამ შეხვედრისთის უელსში დანაკლისით გაემგზავრა – „გლოსტერთან“ პირველი ტურის მატჩში მიღებული ტრავმების გამო თამაშს გიორგი კვესელაძე, ილია სპანდერაშვილი და მიხეილ ბაბუნაშვილი გამოტოვებენ.
შეგახსენებთ, რომ ჩელენჯ თასის პირველი ტურის შეხვედრაში „შავმა ლომმა“ თბილისში ინგლისურ „გლოსტერს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 10:15 დამარცხდა.