რაგბი | „შავი ლომი“ სეზონის პირველ მატჩში ცხრა დებიუტანტით ითამაშებს - გუნდის კაპიტანი ლუკა ივანიშვილი იქნება #1TVSPORT
„შავი ლომი“ რაგბი ევროპის სუპერთასზე ახალი სეზონის პირველი შეხვედრას 15 სექტემბერს ესპანეთში „იბერიანსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს – შეხვედრა „სან ამაროს“ სტადიონზე თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.
მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა, რომელიც „შავი ლომის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოფიციალურ სადებიუტო შეხვედრას ჩაატარებს, შემადგენლობა დაასახელა. კოკერილის რჩეულთა შორის ცხრა ახალი მოთამაშეა – დებიუტანტთაგან თამაშს იწყებენ ვლადიმერ ჩაჩანიძე, გიორგი სინაურიძე, გიორგი ცუცქირიძე, ამირან შვანგირაძე, მარქაფაში არიან ვასილ კაკოვინი, გუგა ღანიაშვილი, გიორგი ნიკოლაძე, დავით ხუროშვილი და იოანე მეტრეველი.
ტრავმის გამო გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ „შავ ლომს“ კვაჭი შალვა მამუკაშვილი უბრუნდება და ის სასტარო შემადგენლობში იქნება. პირველ ხაზში ძირითადში არიან ბურჯები დავით აბდუშელიშვილი და ბაჩუკი ჭუმბაძე. მეორე ხაზში ჩაჩანიძეს დემურ ეფრემიძე შეუწყვილდება. შერკინების შემკვრელია ლუკა ივანიშვილი, რომელიც „შავ ლომს“ პირველად უკაპიტნებს.
შეგახსენებთ, რომ „შავ ლომი“ „იბერიანსს“აქამდე ოთხჯერ ეთამაშა და ოთხივე თამაში მოიგო, ყველა შეხვედრა თბილისში გაიმართა და მეტოქეს ესპანეთში პირველად ვეთამაშებით.
„შავი ლომის“ შემადგენლობა „იბერიანსთან“
ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. ამირან შვანგირაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. შალვა აფციაური, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. დემურ ეფრემიძე, 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე, 6. გიორგი სინაურიძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ლუკა ივანიშვილი (კაპ.).
მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. ვასილ კაკოვინი, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. გუგა ღანიაშვილი, 20. გიორგი ნიკოლაძე; 21. დავით ხუროშვილი, 22. იოანე მეტრეველი, 23. ალექსანდრე თოდუა.