სამხრეთამერიკულ ტურნეზე „შავმა ლომმა“ მეოთხე საკონტროლო მატჩი ჩაატარა „სუდამერიკა რაგბი XV“-ის (ეს გუნდი, ფაქტობრივად, სამხრეთ ამერიკის ნაკრებია) წინააღმდეგ და 24:28 დამარცხდა.
ქართველებმა ამ შეხვედრაში ოთხი ლელო დადეს – დუბლი შეასრულა აკაკი ტაბუცაძემ, თითო ლელო სანდრო მამამთავრიშვილისა და დემე თაფლაძის ანგარიშზეა, ლუკა მატკავამ კი ოთხიდან მხოლოდ ორი ლელოს გარდასახვა მოახერხა.
სამხრეთ ამერიკაში ბოლო თამაშს „შავი ლომი“ მონტევიდეოში 6 მაისს, „პენიაროლის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.