რაგბი | „შავი ლომი“ სამხრეთ ამერიკის ნაკრების წინააღმდეგ - ლევან მაისაშვილმა შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
დასასრულს უახლოვდება „შავი ლომის“ სამხრეთამერიკული ტურნე. პირველი ქართული ფრენჩაიზი 29 აპრილს, თბილისის დროით ღამის 01:00 საათზე მეოთხე საკონტროლო შეხვედრას გამართავს „სუდამერიკა რაგბი XV“-ის (ეს გუნდი, ფაქტობრივად, სამხრეთ ამერიკის ნაკრებია) წინააღმდეგ.
ამ თამაშისთვის ლევან მაისაშვილმა შემდგენლობა დაასახელა:
შავი ლომი:
ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. ოთარ ლაშხი, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. გიორგი მარგალიტაძე.
შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. გიგა ჯულუხაძე, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.
მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. გიორგი ქადარია, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. დავით აბდუშელიშვილი, 20. საბა კურტანიძე, 21. თენგიზ პერანიძე, 22. ლუკა მატკავა, 23. მერაბ შარიქაძე, 24. თორნიკე კახოიძე, 25. ნოდარ ჭეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ „შავმა ლომმა“ სამხრეთამერიკულ ტურნეზე სამი შეხვედრა ჩაატარა. მოუგო არგენტინის „დოგოს XV“-ს (75:19), ჩილეს „სელკნამს“ (33:30) და წააგო არგენტინის „პამპასთან“ (21:24).
ქართული გუნდი მონტევიდეოში კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს – 6 მაისს „პენაროლთან“ მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.