რაგბი | „შავი ლომი“ „ლესტერ ტაიგერსთან“ მატჩისთვის ემზადება - რიჩარდ კოკერილმა 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
პირველი ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ ბრიტანულ ტურნეზე იმყოფება, სადაც 3 მაისს ინგლისური გრანდთან „ლესტერ ტაიგერსთან“ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. შეხვედრა 22:30 საათზე დაიწყება.
„შავი ლომის“ მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა ამ მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
„ლესტერ ტაიგერსთან“ პირველ ხაზში თამაშს დავით აბდუშელიშვილი, თენგიზ ზამთარაძე და გიორგი ჩხარტიშვილი დაიწყებენ. მარქაფაში არიან ირაკლი ქვათაძე, ნიკოლოზ ხატიაშვილი და ბაჩუკი ჭუმბაძე.
მეორე ხაზში სასტარტო შემადგენლობაში ნოდარ ჭეიშვილი და დემურ ეფრემიძე იქნებიან, მარქაფიდან ჩაერთვება თამაშში გრიგორ ქერდიყოშვილი.
მესამე ხაზში ლუკა ივანიშვილს, სანდრო მამამთავრიშვილსა და ილია სპანდერაშვილს ვიხილავთ, შეცვლაზე მიხეილ გაჩეჩილაძე შევა.
ხაზში ლუკა მატკავასა გიორგი მარგალიტაძის დუეტ დადგება. ცენტრში გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე და დემე თაფლაძე შეწყვილდებიან, ფრთებზე შალვა აფციაური და აკა ტაბუცაძე ითამაშებენ, ფულბეკი კი მირიან მოდებაძე იქნება. ხაზის შეცვლაზე არიან თენგიზ პერანიძე, გიორგი კვესელაძე და ლუკა ცირეკიძე.
შავი ლომი
ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. შალვა აფციაური, 10. ლუკა მატკავა, 9. გიორგი მარგალიტაძე;
შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. დემურ ეფრემიძე, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი;
მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. გრიგორ ქერდიყოშვილი, 20. მიხეილ გაჩეჩილაძე; 21. თენგიზ პერანიძე, 22. გიორგი კვესელაძე, 23. ლუკა ცირეკიძე.