პირველმა ქართულმა ფრენჩაიზმა, „შავმა ლომმა“ ბრიტანულ ტურნეში „ლესტერ ტაიგერსთან“ ამხანაგური მატჩი გამართა და 13:21 დამარცხდა.
ქართველმა მორაგბეებმა პირველი ტაიმი 5:14 დათმეს, „შავი ლომიდან“ ლელოს დადება აკაკი ტაბუცაძემ შეძლო.
შესვენების შემდეგ ლუკა მატკავამ საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა, მატჩის ბოლო წუთზე კი ქართველებმა მეორე ლელოც დადეს და საბოლოოდ 13:21 დამარცხდნენ.