რაგბი | „შავი ლომი“ ახალ სეზონს განახლებული შემადგენლობით ხვდება - გუნდი პირველ მატჩს 15 სექტემბერს ჩაატარებს #1TVSPORT
რაგბი | „შავი ლომი“ ახალ სეზონს განახლებული შემადგენლობით ხვდება - გუნდი პირველ მატჩს 15 სექტემბერს ჩაატარებს #1TVSPORT

„შავი ლომი“ ახალი სეზონისთვის 31-კაციანი შემადგენლობით ემზადება, რომელთაგან 19 მორკინალი და 12 ხაზის მოთამაშეა. გუნდში 11 ისეთი მორაგბეა, რომლებსაც „შავ ლომში“ აქამდე არ უთამაშიათ, თუმცა რამდენიმე მათგანს რაგბის გულშემატკივარი საქართველოს ნაკრებიდან იცნობს. ფრანგული კლუბებიდან სამშობლოში დაბრუნდნენ და „შავ ლომშიითამაშებენ ვასილ კაკოვინი, ვლადიმერ ჩაჩანიძე, გუგა ღანიაშვილი, გიორგი ცუცქირიძე და დავით ხუროშვილი. ამირან შვანგირაძე, გიორგი ნიკოლაძე, გიორგი სინაურიძე და ნოდარ დოლიძე გუნდს დიდი 10-ის ჩემპიონ ქუთაისის „აიადან“ შეუერთდნენ, იოანე მეტრეველი – „ლელო-სარასენსიდან“, ხოლო კახაბერ დარბაიძე – ოზურგეთის „არწივებიდან“.

„შავი ლომი“ სექტემბერ-ოქტომბერში რაგბი ევროპის სუპერ თასზე ოთხ თამაშს გამართავს. გუნდი სეზონს 15 სექტემბერს ესპანეთში „იბერიანსთან“ მატჩით დაიწყებს, 21-ში პორტუგალიაში ​„ლუზიტანუშს“ ეთამაშება, შემდეგ ორ თამაშს კი თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე ჩაატარებს – 28 სექტემბერს „იბერიანსთან“, ხოლო 12 ოქტომბერს „ლუზიტანუშთან“.

დეკემბრიდან „შავი ლომი“ ჩელენჯ თასის გათამაშებაზე გადაერთვება და ჯგუფური ეტაპის ოთხ შეხვედრას გამართავს – ფრანგულ კლუბებს, „ვანს“ და „ბაიონას“ თბილისში უმასპინძლებს, ხოლო უელსურ „სკარლეტსა“ და შოტლანდიურ „ედინბურგს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

7 დეკემბერი | „შავი ლომი“ – „ვანი“ 

15 დეკემბერი | სკარლეტსი“ – „შავი ლომი“

11 იანვარი (2025) | „შავი ლომი“ – „ბაიონა

19 იანვარი | „ედინბურგი“ – „შავი ლომი“

„შავი ლომის“ შემადგენლობა 2024/25 წლების სეზონში:

შერკინება: დავით აბდუშელიშვილი, კახაბერ დარბაიძე, ვასილ კაკოვინი, შალვა მამუკაშვილი, თენგიზ ზამთარაძე, ირაკლი ქვათაძე, გიორგი ჩხარტიშვილი, ბაჩუკი ჭუმბაძე, ნიკოლოზ ხატიაშვილი, დემურ ეფრემიძე, გიორგი ნიკოლაძე, გუგა ღანიაშვილი, ვლადიმერ ჩაჩანიძე, მიხეილ ბაბუნაშვილი, მიხეილ გაჩეჩილაძე, ლუკა ივანიშვილი, გიორგი სინაურიძე, გიორგი კერვალიშვილი, გიორგი ცუცქირიძე;

ხაზი: თენგიზ პერანიძე, ნოდარ დოლიძე, დავით ხუროშვილი, ლუკა მატკავა, შალვა აფციაური, ალექსანდრე თოდუა, აკაკი ტაბუცაძე, ამირან შვანგირაძე, იოანე მეტრეველი, დემურ თაფლაძე, თორნიკე კახოიძე, ლუკა ცირეკიძე.