რაგბი | სერგო აბრამიშვილის ლელო საფრანგეთში - „სტად ფრანსემ“ საღინაძისა და ნინიაშვილის „ლიონი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის (TOP 14) მეექვსე ტურში ბექა საღინაძისა და დავით ნინიაშვილის „ლიონმა“ საკუთარ მოედანზე ჩემპიონატის ლიდერს, „სტად ფრანსეს“ უმასპინძლა და 32:36 დამარცხდა.
სტუმართა გამარჯვებაში თავისი წვლილი „სტად ფრანსეს“ 19 წლის ქართველმა მორაგბემ, სერგო აბრამიშვილმა შეიტანა. მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. 27-ე წუთისთვის „ლიონი“ 12:10 იგებდა, სწორედ ამ დროს აბრამიშვილმა ლელო დადო და „სტად ფრანსე“ დააწინაურა, ამ მომენტის შემდეგ სტუმრებს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ და საბოლოოდ მატჩი გამარჯვებამდეც მიიყვანეს.
აბრამიშვილი „სტად ფრანსეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეცვალეს, ლიონელთაგან სასტრატოში თამაში მხოლოდ ბექა საღინაძემ დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა, ნინიაშვილი კი შეხვედრაში მარქაფიდან ჩაერთო.