რაგბი | საქართველოს ნაკრებმა ურუგვაისთან მატჩამდე ღია ვარჯიში გამართა #1TVSPORT
რაგბი | საქართველოს ნაკრებმა ურუგვაისთან მატჩამდე ღია ვარჯიში გამართა #1TVSPORT

ნოემბრის ტესტ-მატჩების დაწყებამდე სამი დღით ადრე, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „შევარდენის“ ბაზაზე გულშემატკივრებისთვის ტრადიციული, ღია ვარჯიში გამართა, მორაგბეებმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

საქართველო პირველ თამაშს 6 ნოემბერს, 18 საათზე, „დინამო არენაზე“ ურუგვაის წინააღმდეგ გამართავს, 12-ში სამოას უმასპინძლებს, ხოლო 19-ში კარდიფში უელსს ეთამაშება.

გიორგი კვესელაძე: „მაღალი ინტენსივობის ძალიან კარგი ვარჯიში გვქონდა. ვფიქრობ, გუნდი უკვე კარგად არის შეთამაშებული და ნოემბრის ტესტებს მომზადებული ვხვდებით. მიზანი, რა თქმა უნდა, სამივე შეხვედრის მოგებაა და ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება. გვყავს დებიუტანტები, რომლებმაც მარტივად აუღეს ალღო სიტუაციას და ძალიან კარგ ფორმაში არიან. განვიხილეთ ურუგვაის ნაკრების ძლიერი და სუსტი მხარეები და მათ ჩვენს ძლიერ მხარეებს დავუპირისპირებთ“.

ბექა საღინაძე: „სამწუხაროდ, გვყავს ტრავმირებული მოთამაშეები, მაგრამ სპორტი დანაკლისის გარეშე წარმოუდგენელია, მათ ნაცვლად გუნდში არიან დებიუტანტები. დღეს გვქონდა მაღალი ინტენსივობის ვარჯიში. ძალიან დიდი ენერგია გვაქვს და ამ ენერგიას სწორი მიმართულება უნდა მივცეთ. იტალიასთან გამარჯვების შემდეგ თამასა იმდენად აიწია, რომ უფლება არ გვაქვს ურუგვაისთან ხარისხიანი თამაში არ ვაჩვენოთ“.

Rugby.ge