რაგბი | საქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან ნახევარფინალური მატჩისთვის მზადება დაიწყო #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ შეხვედრას 2 მარტს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს, მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.
„ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა ამ თამაშისთვის შეკრებაზე 34 მორაგბე გამოიძახა (19 მორკინალი და 15 ხაზის მოთამაშე).
ჯგუფური ეტაპის გაფართოებული შემადგენლობისგან განსხვავებით, ამჯერად გუნდს ოთხი ახალი მორაგბე დაემატა – ცხრა ნომერი ვასილ ლობჟანიძე („ტულონი“), ბურჯი ლუკა ჯაფარიძე („მონპელიე“), კვაჭი ნიკოლოზ სუთიძე („ლა როშელი“) და მეორეხაზელი დემურ ეფრემიძე („შავი ლომი“).
საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისთვის:
შერკინება: დავით აბდუშელიშვილი („შავი ლომი“), გიორგი მამაიაშვილი („გრენობლი“), გიორგი ახალაძე („ბეზიე“), ლუკა ნიორაძე („ორიაკი“), ვანო კარკაძე („მონპელიე“), ნიკოლოზ სუთიძე („ლა როშელი“), ირაკლი აფციაური („გრენობლი“), ალექსანდრე ქუნთელია („ლა როშელი“), ლუკა ჯაფარიძე („მონპელიე“), გრიგორ ქერდიყოშვილი („შავი ლომი“), გიორგი ჯავახია („გრენობლი“), მიხეილ ბაბუნაშვილი („შავი ლომი“), გურამ ღანიაშვილი („გრენობლი“), დემურ ეფრემიძე („შავი ლომი“), თორნიკე ჯალაღონია („ბიარიცი“), ილია სპანდერაშვილი („შავი ლომი“), ბექა გორგაძე („პო“), გიორგი ცუცქირიძე („სტად ფრანსე“), ლუკა ივანიშვილი („შავი ლომი“).
ხაზი: მიხეილ ალანია („ორიაკი“), თენგიზ პერანიძე („შავი ლომი“), ვასილ ლობჟანიძე („ტულონი“), ლუკა მატკავა („შავი ლომი“), თედო აბჟანდაძე („მონტობანი“), მერაბ შარიქაძე („შავი ლომი“, კაპ.), გიორგი კვესელაძე („შავი ლომი“), დემურ თაფლაძე („შავი ლომი“), თორნიკე კახოიძე („შავი ლომი“), ალექსანდრე თოდუა („შავი ლომი“), აკაკი ტაბუცაძე („შავი ლომი“), შაკო აფციაური („შავი ლომი“), მირიან მოდებაძე („შავი ლომი“), დავით ნინიაშვილი („ლიონი“), ლუკა ცირეკიძე („შავი ლომი“).
ამ შეხვედრაში გუნდები, ტრადიციულად, ანთიმოზ ივერიელის თასისთვისაც იბრძოლებენ, რომელიც, მსოფლიო თასის მატჩების გარდა, საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების ყველა საერთაშორისო შეხვედრის დროს თამაშდება.
ტრადიციას საფუძველი 2002 წელს ჩაეყარა. მას შემდეგ ანთიმოზ ივერიელის თასი 23-ჯერ გათამაშდა, 17-ჯერ (მათ შორის, ბოლო შვიდი გათამაშება ზედიზედ) ის საქართველოს ნაკრებმა მოიგო, 6-ჯერ კი რუმინელებს დარჩათ.
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალში პორტუგალია ესპანეთს მასპინძლობს, ფინალი კი 17 მარტს პარიზში გაიმართება.