რაგბი | საქართველოს ნაკრები 17 ნოემბერს იტალიას ეთამაშება #1TVSPORT
ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 17 ნოემბერს იტალიის ნაკრებს სტუმრად ეთამაშება – მატჩის ჩატარების ქალაქი და სტადიონი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ეს საქართველოსა და იტალიის ნაკრებების მეექვსე დაპირისპირება იქნება, წინა ხუთი შეხვედრიდან ოთხი იტალიელელბმა მოიგეს, 2022 წლის ივლისში კი „ბორჯღალოსნებმა“ ბათუმში ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს – ქართველმა მორაგბეებმა იტალიის ნაკრები 28:19 დაამარცხეს.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულში საქართველოს ნაკრები სამ ტესტმატჩს ჩაატარებს – „ბორჯღალოსნები“ 5 ივლისს ბათუმში ფიჯის ნაკრებს უმასპინძლებენ, 13 ივლისს სენდაიში იაპონიას ეთამაშებიან, 20 ივლისს კი სიდნეიში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.