რაგბი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა საფრანგეთთან მატჩისთვის ცნობილია #1TVSPORT
რაგბი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა საფრანგეთთან მატჩისთვის ცნობილია #1TVSPORT

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც სამხრეთ აფრიკაში 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება. უმცროსი „ბორჯღალოსნები“ B ჯგუფში ირლანდიასთან, ავსტრალიასა და იტალიასთან ერთად ითამაშებენ.

ტურნირისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ქართველი მორაგბეები 4 მაისს, 16:00 საათზე „ავჭალის“ სტადიონზე საფრანგეთის ნაკრებთან ტესტმატჩს გამართავენ.

ამ შეხვედრისთვის საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა.

საქართველო:

ხაზი: 15. გიორგი ბოლქვაძე („ლელო“), 14. სანდრო დარძულიძე („ლელო“), 13. ლუკა კობაური („ლეუკატე“), 12. ნუგზარ ქევხიშვილი („ლელო“), 11.  ზურა ნინიძე („ბათუმი“), 10. ზურა ფირცხალაიშვილი („ბათუმი“), 9. ალექსანდრე ჯიღაური („ლელო“).

შერკინება: 1. ლუკა უნგიაძე („ნევერი“), 2. თამაზ ჭამიაშვილი („ხარები“), 3. დავით მჭედლიძე („ტულონი“), 4. დავით ლაგვილავა („გრენობლი“), 5. მურთაზ ცხადაძე („არესი“), 6. თორნიკე ღანიაშვილი („ლელო“), 7. ანდრო დვალი („ლელო“), 8. გიორგი გერგედავა („კლერმონი“).

მარქაფა: 16. მიხეილ ხახუბია („ლელო“), 17. ლუკა კოტორაშვილი („მონპელიე“), 18. დავით მჭედლიშვილი („გრენობლი“), 19. გაგი მარგველაშვილი („რასინგ 92“), 20. ირაკლი ხიდეშელი („ვეფხვები“), 21. გიორგი სპენდერაშვილი („ლელო“), 22. გიგი სირბილაძე („ლელო“), 23. ტარიელ ბურთიკაშვილი („ვეფხვები“), 24. ნიკა დუმბაძე („ბათუმი“), სანდრო მესხიძე („არმია“), დავით ბარბაქაძე („არმია“), ლუკა კეშელავა („არმია“), ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), მათე ღურწკაია („ყოჩები“), ბაჩუკი ბარათაშვილი („აია“), ლუკა ჭაავა („აია“), ნიკა აბესაძე („ლელო“), მიხეილ ყაჩლავაშვილი („ლელო“), გიორგი გამყრელიძე („ყოჩები“), ალექსი ზაზაძე („ხარები“), შოთა ხელაძე („ლელო“), შოთა მაღლაკელიძე („მათე“).

რადგან მომავალი თამაში მოსამზადებელი ხასიათისაა და მწვრთნელებს საქმეში რაც შეიძლება მეტი კანდიდატის ხილვა სურთ, შეთანხმების საფუძველზე, უმცროსი „ბორჯღალოსნების“ განაცხადში 37 მოთამაშე იქნება. მათგან 8 ლეგიონერია, დანარჩენები კი ქართულ კლუბებს წარმოადგენენ. 24 მოთამაშე იქნება საფრანგეთის განაცხადში.

თამაშზე დასწრება თავისუფალია.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე უმცროსი „ბორჯღალოსნები“ თბილისში ინგლისელ თანატოლებთან კიდევ ორ შეხვედრას ჩაატარებენ:

7 ივნისი, „ავჭალის“ სტადიონი | საქართველო – ინგლისი

12 ივნისი, „ავჭალის“ სტადიონი | საქართველო – ინგლისი