რაგბი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა #1TVSPORT
29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს.
უმცროსი „ბორჯღალოსნები“ B ჯგუფში ავსტრალიის, ირლანდიისა და იტალიის ნაკრებებთან ერთად ითამაშებენ.
მსოფლიო თასისთვის საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 30-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც 17 მორკინალი და 13 ხაზის მოთამაშე შეიყვანა. შემადგენლობაში 11 ლეგიონერია, დანარჩენები კი ქართულ კლუბებს წარმოადგენენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე:
შერკინება: ლუკა კოტორაშვილი („მონპელიე“), ლუკა უნგიაძე („ნევერი“), დავით მჭედლიშვილი, დავით ლაგვილავა (ორივე – „გრენობლი“), თამაზ ჭამიაშვილი („ხარები“), მიხეილ ხახუბია, შოთა ხელაძე, ანდრო დვალი, თორნიკე ღანიაშვილი (ყველა – „ლელო“), ბაჩუკი ბარათაშვილი („აია“), დავით მჭედლიძე („ტულონი“), დავით ქუნთელია („პროვანსი“), თემურ წულუკიძე („იუნკერები“), მურთაზ ცხადაძე („არესი“), ლუკა სულუაშვილი („ორიაკი“), გიორგი გერგედავა („კლერმონი“), ნიკა ლომიძე („ბეიონი“);
ხაზი: ალექსანდრე ჯიღაური, გიორგი სპანდერაშვილი, მიხეილ ყაჩლავაშვილი, გელა ხელაძე, ნუგზარ ქევხიშვილი, გიორგი ხაინდრავა (ყველა – „ლელო“), ლუკა კობაური („ლეუკატე“), ლუკა კეშელავა („არმია“), ტარიელ ბურთიკაშვილი („ვეფხვები“), ლუკა თაყაიშვილი („ხვამლი“), ოთარ მეტრეველი („აია“), ლუკა ხორბალიძე („ლიონი“), ლუკა ცირეკიძე („შავი ლომი“).
უმცროსი „ბორჯღალოსნების“ მატჩების განრიგი მსოფლიო თასზე:
29 ივნისი, 18:30 | საქართველო – ავსტრალია
4 ივლისი, 16:00 | საქართველო – ირლანდია
9 ივლისი, 18:30 | საქართველო – იტალია