რაგბი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო თასზე მეორე მატჩს ირლანდიასთან ჩაატარებს - სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
4 ივლისს მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ჯგუფის მეორე თამაშს ირლანდიის ნაკრებთან ჩაატარებს. სამხრეთ აფრიკაში შეხვედრა თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.
უმცროსმა „ბორჯღალოსნები“ პირველ მატჩში ავსტრალიასთან 11:35 დამარცხდნენ. ამ შეხვედრის შემდეგ მწვრთნელებმა სასტარტო შემადგენლობაში ოთხი ცვლილება განახორციელეს.
ცხრა ნომრის პოზიციაზე სასტარტო შემადგენლობაში ალექსანდრე ჯიღაური ითამაშებს, ფრთაზე თამაშს ლუკა კეშელავა დაიწყებს. ძირითადში დაწინაურდნენ კვაჭი მიხეილ ხახუბია და მეორეხაზელი თემურ წულუკიძე. ორი ახალი სახეა მარქაფაში – კვაჭის პოზიციაზე შეცვლაზე შოთა ხელაძე შევა, ხოლო ბურჯად დავით ქუნთელია ითამაშებს.
ჩვენმა მომავალმა მეტოქემ, ირლანდიის ნაკრებმა პირველ შეხვედრაში იტალიას რვა ლელო დაუდო და 55:15 დაამარცხა.
საქართველო
ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი („აია“), 14. ლუკა ხორბალიძე („ლიონი“), 13. ლუკა კობაური („ლეუკატე“), 12. გიორგი ხაინდრავა („ლელო“), 11. ლუკა კეშელავა („არმია“), 10. ლუკა ცირეკიძე („შავი ლომი“), 9. ალექსანდრე ჯიღაური („ლელო“);
შერკინება: 1. ლუკა უნგიაძე („ნევერი“), 2. მიხეილ ხახუბია („ლელო“), 3. დავით მჭედლიძე („ტულონი“), 4. თემურ წულუკიძე („იუნკერები“), 5. დავით ლაგვილავა („გრენობლი“), 6. ლუკა სულუაშვილი („ორიაკი“), 7. ანდრო დვალი („ლელო“), 8. ნიკა ლომიძე („ბეიონი“, კაპ.).
მარქაფა: 16. შოთა ხელაძე („ლელო“)17. ლუკა კოტორაშვილი („მონპელიე“), 18. დავით ქუნთელია („პროვანსი“), 19. მურთაზ ცხადაძე („არესი“), 20. თორნიკე ღანიაშვილი („ლელო“); 21. მიხეილ ყაჩლავაშვილი („ლელო“), 22. ლუკა თაყაიშვილი („ხვამლი“), 23. ნუგზარ ქევხიშვილი („ლელო“).
ლადო კილასონია (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი) – „გავიარეთ ჩვენი და ირლანდიის თამაშის ვიდეოანალიზი და დავისახეთ გეგმა, რითიც გვინდა, მეტოქეს დავუპირისპირდეთ. ირლანდიის 20-წლამდელთა ნაკრები კარგად შეთამაშებული, შეკრული გუნდია, რომელიც იშვიათად ცვლის შემადგენლობას. მათ აქვთ სწრაფი რაქი, აწყობილი სისტემა და უამრავი ფაზით უტევს. ეს ჩვენთვის საინტერესო გამოწვევაა, რომელიც ბევრ რამეს გვასწავლის და გაგვზრდის, როგორც გუნდს“.