რაგბი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო თასის დაწყებამდე თბილისში სამ თამაშს გამართავს #1TVSPORT
რაგბი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო თასის დაწყებამდე თბილისში სამ თამაშს გამართავს #1TVSPORT

საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასზე ითამაშებს, რომელიც 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით სამხრეთ აფრიკაში გაიმართება.

ტურნირის დაწყებამდე უმცროსი „ბორჯღალოსნები“ თბილისში სამმატჩიან საერთაშორისო სერიას უმასპინძლებენ და საფრანგეთისა და ინგლისის ნაკრებებს ეთამაშებიან:

4 მაისი, ავჭალის სტადიონი | საქართველო – საფრანგეთი

7 ივნისი, ავჭალის სტადიონი | საქართველო – ინგლისი

12 ივნისი, ავჭალის სტადიონი | საქართველო – ინგლისი

თამაშებზე დასწრება თავისუფალია.

შეგახსენებთ, რომ 20-წლამდელთა მსოფლიო თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მეტოქეები B ჯგუფში ავსტრალიის, ირლანდისაა და იტალიის ნაკრებები იქნებიან.