რაგბი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ავსტრალიასთან დამარცხდა #1TVSPORT
რაგბი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ავსტრალიასთან დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ მატჩი ავსტრალიის ნაკრებთან ჩაატარა და 11:35 დამარცხდა.

ანგარიში ქართველმა მორაგბეებმა მე-15 წუთზე ლუკა სულუაშვილის მიერ დადებული ლელოთი გახსნეს, ლუკა ცირეკიძემ გარდასახვა არაზუსტად დაარტყა – 5:0.

პირველ ტაიმში ქართველმა მორაგბეებმა ერთი ზუსტი საჯარიმო დარტყმა შეასრულეს, რასაც მეტოქემ ორი ჯარიმით უპასუხეს და ტაიმი უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ 8:6 მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ ავსტრალიის ნაკრებმა პირველ ტაიმში ორი ლელოს დადება მოახერხა, მაგრამ არბიტრმა ვიდეორეფერისთან გადამოწმების შემდეგ ორივე გააუქმა.

მაორე ტაიმში პირველი ქულები კვლავ ქართველებმა მოიპოვეს, ლუკა ცირეკიძემ ზუსტად შეასრულა ჯარიმა და უმცროსი „ბორჯღალოსნები“ 11:6 დაწინაურდნენ. ავსტრალიელებმა 55-ე წუთზე მოახერხეს წინ გასვლა, მათი ხანგრძლივი შეტევა ლელოთი დასრულდა, რომელიც ზუსტად გარდასახეს – 13:11.

დარჩენილ დროში ავსტრალიელებმა ხუთი ლელო დადეს, ბონუსქულა მოიპოვეს და საბოლოოდ  35:11 მოიგეს.

ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში ირლანდიამ იტალია ადვილად დაამარცხა – 55:15.

უმცროსი „ბორჯღალოსნების“ დარჩენილი მატჩების განრიგი ჯგუფურ ეტაპზე:

4 ივლისი, 16:00 | საქართველო – ირლანდია

9 ივლისი, 18:30 | საქართველო – იტალია