რაგბი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას დაიწყო #1TVSPORT
საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო. ტურნირი 16-23 ნოემბერს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაიმართება.
უმცროსი „ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა ამ გათამაშებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც 40 მორაგბეა (22 მორკინალი, 18 ხაზის მოთამაშე). საიდანაც მწვრთნელები საბოლოოდ 26-ს შეარჩევენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ამ ტურნირის ხუთგზის გამარჯვებულია.
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა:
შერკინება: ნიკოლოზ ოლქიშვილი, დაჩი ჭელიძე, დავით არჩვაძე, გოჩა ფიცხელაური, დავით ხურციძე, ნიკოლოზ ჯინჭარაძე, ნიკოლოზ კოროხაშვილი, დავით ბარამია, გიორგი ქურციკიძე, იოსებ ღვინჯილია, გიორგი მარგველაშვილი, დაჩი ხმალაძე (ყველა – „ლელო“), საბა კილაძე, ლუკა წიკლაური, ნიკოლოზ ცინცაძე (ყველა – „ხვამლი“), ოთარ ელიაშვილი („გორი“), გიორგი მეფარიშვილი, თორნიკე ტორაძე, ლუკა გაბუნია (ყველა – „აია“), საბა მღვდელაძე („არმია“), გიორგი ზაზაძე („ხარები“), გიორგი არძენაძე („ჩაქვი“).
ხაზის მოთამაშეები: ნიკა კოზანაშვილი, გიგი სირბილაძე, ამირან ბიწკინაშვილი, იკა კვარაცხელია, დათა ახვლედიანი, ნიკოლოზ ხალვაში, ივა კვირიკაშვილი, ნიკოლოზ ლობჟანიძე, გოჩა ხურციძე (ყველა – „ლელო“), გივი ჩიხლაძე, ავთანდილ ზვიადაძე, თემურ ძოძუაშვილი, გოგა უშვერიძე (ყველა – „აია“), დავით ბარბაქაძე, დავით არობელიძე (ორივე – „არმია“), ლადო ქობულაშვილი („ლოკომოტივი“), მიხეილ ხოშტარია („ფოთი“), ცოტნე გოგოლაძე („ხარები“).