რაგბი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები სამხრეთ აფრიკის A ნაკრებთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში საერთაშორისო სერიის პირველი მატჩი მასპინძელთა A ნაკრებთან გამართა და 3:20 დამარცხდა.
შეხვედრაში ანგარიში ქართველმა მორაგბეება გახსნეს – გიგი სირბილაძემ ჯარიმა ზუსტად შეასრულა და უმცროსი „ბორჯღალოსნები“ 3:0 დააწინაურა. მასპინძლებმა პირველივე ტაიმში ორი ჯარიმა გაიტანეს და პირველი ნახევარი 6:3 მოიგეს.
მეორე ტაიმში სამხრეთაფრიკელებმა ორი ლელოს დადეს, ორივე ზუსტად გარდასახეს და საბოლოოდ 20:3 მოიგეს.
საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკაში კიდევ ორ შეხვედრას ჩაატარებს – უმცროსი „ბორჯღალოსნები“ 16 აგვისტოს – ინგლისის, ხოლო 20 აგვისტოს ირლანდიის 18-წლამდელებს დაუპირისპირდებიან.