რაგბი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება - მწვრთნელებმა შემადგენლობა დაასახელეს #1TVSPORT
რაგბი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება - მწვრთნელებმა შემადგენლობა დაასახელეს #1TVSPORT

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში 18-წლამდე მორაგბეთა შორის რაგბი ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. ტურნირში საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ეს გათამაშება ზედიზედ ხუთჯერ აქვს მოგებული.

უმცროსი „ბორჯრალოსნები“ პირველ შეხვედრას 16 ნოემბერს გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ. გამარჯვების შემთხვევაში საქართველო 19 ნოემბერს ნახევარფინალში ნიდერლანდებსა და რუმინეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება, ფინალური მატჩი კი 23 ნოემბერს გაიმართება.

1/4-ფინალის დანარჩენ წყვილებში ესპანეთი – ბელგიას, ხოლო პორტუგალია ჩეხეთს შეხვდება.

უმცროსი „ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა ამ ტურნირისთვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა:

შერკინება: დაჩი ჭელიძე („ლელო“), საბა კილაძე („ხვამლი“), ნიკოლოზ კოროხაშვილი („ლელო“), დავით არჩვაძე („ლელო“), ანრი შველიძე („ბრივი“, საფრანგეთი), არჩილ ნოზაძე („აჟენი“, საფრანგეთი), დავით ბარამია („ტულონი“, საფრანგეთი), ნიკოლოზ ჩხორთოლია („კლერმონი“, საფრანგეთი), გიორგი მეფარიშვილი („აია“), მიხეილ შიოშვილი („ტულონი“, საფრანგეთი), ლუკა ნარსია („აია“), ლუკა საღინაძე („ლიონი“, საფრანგეთი), გიორგი ზაზაძე („ხარები“), გიორგი არძენაძე („ბათუმი“);

ხაზი: თემურ ძოძუაშვილი („აია“), გოგა უშვერიძე („აია“), გიგი სირბილაძე („ლელო“), ამირან ბიწკინაშვილი („ლელო“), დავით ბარბაქაძე („არმია“), დემეტრე დევდარიანი („სენტ მერის კოლეჯი“, ინგლისი), ლეონიდე სალდაძე („ლოკომოტივი“), დათა ახვლედიანი („ლელო“), ნიკოლოზ ხალვაში („ლელო“), საბა შარვაშიძე („აია“), ივა კვირიკაშვილი („ლელო“), ავთანდილ ზვიადაძე („აია“).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი