რაგბი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე ითამაშებს #1TVSPORT
საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები მარტის ბოლოს იტალიის ქალაქ პარმაში გაემგზავრება და 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 30 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით გაიმართება.
ინგლისს, საფრანგეთს, ირლანდიას, უელსს, შოტლანდიას და იტალიას, საქართველოს გარდა, პორტუგალიის ნაკრები დაემატება.
ფესტივალი 30 მარტს საქართველოსა და შოტლანდიის 18-წლამდელთა ნაკრებების მატჩით გაიხსნება.
უმცროსი „ბორჯღალოსნები“ ექვსი ერის ფესტივალისთვის მზადებას 19 თებერვალს ქუთაისში დაიწყებენ. პარმაში გამგზავრებამდე კი ლიონში ჩავლენ და 26 მარტს „ლიონის“ 18-წლამდელთა გუნდთან გასახურებელ თამაშს გამართავენ.
18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალის განრიგი:
30 მარტი
საქართველო – შოტლანდია
იტალია – პორტუგალია
ირლანდია – საფრანგეთი
ინგლისი – უელსი
3 აპრილი
უელსი – პორტუგალია
შოტლანდია – ინგლისი
საქართველო – საფრანგეთი
იტალია – ირლანდია
7 აპრილი
პორტუგალია – ირლანდია
საფრანგეთი – უელსი
ინგლისი – საქართველო
შოტლანდია – იტალია