რაგბი | საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა ჩეხეთი დიდი სხვაობით დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს 18-წლამდე რაგბის ნაკრებმა დღეს, 2 ოქტომბერს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც საქართველოში იმართება, პირველი შეხვედრა ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ „რუსთავი არენაზე“ გამართა და დიდი სხვაობით, 76:0 დაამარცხა.
ტურნირის მოქმედმა ჩემპიონებმა პირველ ტაიმში 6 ლელოს დადება მოახერხეს, მეორე ტაიმში კი უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს და გამარჯვება მარტივად მოიპოვეს.
შემდეგ შეხვედრას უმცროსი „ბორჯღალოსნები“ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში 5 ოქტომბერს ბელგიის წინააღმდეგ გამართავენ.