რაგბი ევროპის ჩემპიონატის შეხვედრა საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის გადაიდო, – ამის შესახებ რაგბი ევროპამ განაცხადა.
„შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რაგბი ევროპამ 27 თებერვალს თბილისში, საქართველოსა და რუსეთს შორის გასამართი მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო“, – წერია რაგბი ევროპის ოფიციალურ განცხადებაში.
მატჩი კვირას, 27 თებერვალს „დინამო არენაზე“ უნდა გამართულიყო, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო არ ჩატარდება.