რაგბი | საფრანგეთის ჩემპიონატში „ვალანსმა“ იოანე იაშაღაშვილის დუბლით მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის (PRO D2) 25-ე ტურის შეხვედრაში „ვალანსმა“ „მონ დე მარსანს“ უმასპინძლა და 38:17 დაამარცხა.
ამ გამარჯვებაში განსაკუთრებული წვლილი „ვალანსის“ ქართველმა მესამეხაზელმა, იოანე იაშაღაშვილმა შეიტანა, რომელმაც მეტოქის ჩათვლის მოედანში ორი ლელო დადო.
როდესაც ანგარიში 17:17 იყო, იაშაღშვილმა ზედიზედ ორჯერ მოახერხა ლელოს დადება (51-ე და 68-ე წუთებზე), რომელიც მისმა თანაგუნდელებმა ზუსტად გარდასახეს და სწორედ ეს გახდა გარდამტეხი მომენტი შეხვედრაში, რომელიც „ვალანსმა“ საბოლოოდ 38:17 მოიგო. იოანემ მატჩი სრულად ჩაატარა.
მიმდინარე სეზონში 23 წლის იაშაღაშვიოლმა 22 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 7 ლელოს დადება მოახერხა.
25 ტურის შემდეგ „ვალანსი“ 53 ქულით მე-11 ადილზეა და პლეი ოფის ზონაში მყოფ „ნევერს“ (63) 10 ქულით ჩამორჩება.