რაგბი | საფრანგეთის ჩემპიონატი ქართველმა ლეგიონერებმა ლელოებით დაიწყეს [ვიდეო] #1TVSPORT
14:14, 09.09.2024
გასულ უქმეებზე დაიწყო საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ახალი სეზონი როგორც უმაღლეს (TOP 14), ასევე მეორე დივიზიონში (PRO D2).
მთავარ ლიგაში პირველ ტურში ორმა ქართველმა მორაგბემ მოახერხა ლელოს დადება.
„მონპელიესა“ და „ლიონის“ შეხვედრა ლიონელებმა 26:22 მოიგეს. სტუმართა შემადგენლობაში დავით ნინიაშვილი, ბექა საღინაძე და ბექა შვანგირაძე სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. საღინაძემ 55 წუთი ითამაშა, მატჩის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა, ნინიაშვილმა და შვანგირაძემ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარეს.
„მონპელიეში“ თავი ვანო კარკაძემ გამოიჩინა, რომელიც მოედანზე 52-ე წუთზე შევიდა, 63-ეზე კი ლელო დადო, მაგრამ მისმა გუნდმა თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხა.
„სტად ფრანსე“ სტუმრად „ბორდოს“ შეხვდა. „სტად ფრანსეს“ სასტარტო შემადგენლობაში თამაში სერგო აბრამიშვილმა დაიწყო და მეორე ტაიმის დასაწყისში ლელოც დადო, მაგრამ მისი გუნდი 26:46 დამარცხდა. აბრამიშვილი მე-60 წუთზე შეცვალეს. სტუმართა რიგებში კიდევ ერთი ქართველი, გიორგი მელიქიძე თამაშში 35-ე წუთიდან ჩერთო.
საფრანგეთის მეორე დივიზიონში, „ორიაკის“ შემადგენლობაში შედეგიანი მატჩი ჰქონდა თედო აბჟანდაძეს. მისი გუნდი სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში 19:22 დამარცხდა „კოლომიესთან“. „ორიაკს“ 19-დან 11 ქულა საქართველოს ნაკრების მგეზავმა მოუტანა, რომელმაც სამი ჯარიმა და ერთი გარდასახვა გაიტანა.