რაგბი | რიჩარდ კოკერილმა ნოემბრის პირველი ტესტმატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნოემბრის ტესტმატჩების სერიას 10 ნოემბერს მონპელიეში, „ოლ ბლექს XV“-თან მატჩით იწყებს. შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
„ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა, როჩარდ კოკერილმა სამატჩო შემადგენლობა დაასახელა.
ზელანდიელებთან მატჩში საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვასილ ლობჟანიძე იქნება, რომელიც „ბორჯღალოსნების“ ისტორიაში 35-ე კაპიტანია. ნაკრებში 115-ე შეხვედრას ჩაატრებს სანდრო თოდუა და ამ მაჩვენებლით მერაბ კვირიკაშვილს გაუტოლდება. თოდუამ საქართველოს ნაკრებში პირველად 2008 წელს ითამაშა და მის ანგარიშზე 114 თამაშში 19 ლელოა.
„რთული შეხვედრა გველის. „ოლ ბლექს XV“-თან თამაშის დონე ნებისმიერ ტესტმატჩს შეესაბამება. ეს ჩვენი ფიზიკური გამძლეობისთვის კარგი გამოცდა იქნება. ის სისწრაფეები, რომლითაც ახალი ზელანდია თამაშობს, ჩვენთვის დიდი გამოცდილების მომტანია. თუმცა ეს ის თამაშია, რომლის მოგებასაც ნამდვილად ვეცდებით“, – განაცხადა რიჩარდ კოკერილმა.
საქართველოს ნაკრები:
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი („ლიონი“, 32 კეპი, 68 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე („შავი ლომი“, 43, 195), 13. გიორგი კვესელაძე („გრენობლი“, 60, 40), 12. თორნიკე კახოიძე („შავი ლომი“, 6), 11. სანდრო თოდუა („შავი ლომი“, 114, 95), 10. ლუკა მატკავა („შავი ლომი“, 22, 145), 9. ვასილ ლობჟანიძე („ოიონა“, 87, 78, კაპ.);
შერკინება: 1. ნიკა აბულაძე („მონპელიე“, 15), 2. ვანო კარკაძე („მონპელიე“, 15, 20), 3. სანდრო ქუნთელია („ლა როშელი“, 6, 5), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი („შავი ლომი“, 10, 20), 5. გიორგი ჯავახია („გრენობლი“, 14, 10), 6. ილია სპანდერაშვილი („ვალანსი“, 8, 15), 7. გიორგი ცუცქირიძე („შავი ლომი“, 38, 35), 8. თორნიკე ჯალაღონია („პროვანსი“, 35, 35).
სათადარიგოები: 16. ლუკა ნიორაძე („ორიაკი“, 8), 17. გიორგი ახალაძე („კლერმონი“, 7), 18. ირაკლი აფციაური („ლიონი“, 10), 19. ლაშა ჯაიანი („ნევერი“, 22), 20. ლუკა ივანიშვილი („შავი ლომი“, 15, 10); 21. თენგიზ პერანიძე („შავი ლომი“, 3, 5), 22. თედო აბჟანდაძე („ორიაკი“, 54, 351), 23. დემურ თაფლაძე („შავი ლომი“, 39, 20).